ბოლო 10 წელია ჩვენი პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი უცხოპლანეტელები ხდებიან: „ოქროს ბურთი“ 5-5-ჯერ მიითვისეს ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდომ. არადა, იყო დრო, ადამიანებიც ხდებოდნენ საუკეთესოები და მათ შორის გამოარჩევდნენ ქართველ ფეხბურთელებსაც. დღევანდელი ჩვენი ფეხბურთის შემხედვარე ეს წარმოუდგენლად ჩანს, მაგრამ რაც იყო ის ნამდვილად იყო, სამომავლოდ კი ოცნება თუ შეგვიძლია იმაზე, რომ ოდესმე ისევ მოხვდება ქართველი ნომინანტებს შორის.
გავიხსენოთ ქართველი ფეხბურთელები, ვინც „ოქროს ბურთის“ ნომინაციაზე ყოფილან წარდგენილები.
1961
1. ომარ სივორი
17. მიხეილ მესხი
23. სლავა მეტრეველი
1965
1. ეუსებიო
17. სლავა მეტრეველი
1968
1. ჯორჯ ბესტი
24. მურთაზ ხურცილავა
1972
1. ფრანც ბეკენბაუერი
11. მურთაზ ხურცილავა
1981
1. კარლ-ჰაინც რუმენიგე
7. რამაზ შენგელია
8. ალექსანდრე ჩივაძე
11. დავით ყიფიანი