ოქროს და ვერცხლის ფასები საერთაშორისო ბირჟებზე რეკორდს რეკორდზე ხსნიან.
Gold Prices-ის მონაცემებით, ამჟამად უნცია ოქროს ღირებულება 3132 აშშ დოლარია, რაც ერთი თვის განმავლობაში 7.83%-ით, წლიურად კი 36.75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ვერცხლს, მისი ფასი 13 წლიან მაქსიმუმზეა. ამ დროისთვის უნცია ვერცხლის ღირებულება 34.06 აშშ დოლარია. ერთი თვის ჭრილში აღნიშნული ძვირფასი ლითონის ფასი 7.07%-ით, წლიურ ჭრილში კი 29.71%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, ვერცხლი ყველაზე ძვირი – 49.45 აშშ დოლარი 1980 წლის 18 იანვარს ღირდა.
ექსპერტების შეფასებით, საერთაშორისო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასების ზრდა გლობალური „სავაჭრო ომის“ ესკალაციას უკავშირდება.