ცნობილი ანტიპრემიის, „ოქროს ჟოლოს“ ორგანიზატორებმა წლევანდელი ნომინანტები გამოავლინეს, მათ შორის მოხვდნენ ტომ კრუზი ფილმით „მუმია“, ჯეიმი დორნანი – „ორმოცდაათი ელფერით მუქი“, მარკ უოლბერგი – „ტრანსფორმერები“, ჯონი დეპი – „კარიბის ზღვის მეკობრეები“ და ზაკ ეფრონი – „მალიბუს მაშველები“.
რაც შეეხებათ მსახიობ ქალებს, ანტიპრემიისთვის იბრძოლებენ: დაკოტა ჯონსონი, კეტრინ ჰაიგლი, ემა უოტსონი, ჯენიფერ ლოურენსი და ტაილერ პერი.
„წლის ყველაზე ცუდი ფილმის“ სტატუსისთვის „სმაილები კინოში“, „ტრანსფორმერები“, „ორმოცდაათი ელფერით მუქი“, „მუმია“ და „მალიბუს მაშველები“ იბრძოლებენ.