LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს გლობუსი“ 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

307
page

„ოქროს გლობუსი“ 2023-ის გამარჯვებულები დასახელდნენ. რიგით მე-80 დაჯილდოების ცერემონიალმა ტრიუმფალურად ჩაიარა.

„საუკეთესო მხატვრული ფილმის კატეგორიაში“ გამარჯვება „ფაბელმანებმა“ მოიპოვა. „ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის“ კატეგორიაში ქეით ბლანშეტმა გაიმარჯვა. „კაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის“ ტიტული მხატვრული ფილმისთვის „ელვისი“, ოსტინ ბატლერს ერგო. „საუკეთესო სერიალად“ კი „დრაკონების სახლი“ დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ წელს ზენდაიამ „ეიფორიაში“ შესრულებული როლისთვის პირველი „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა.

„ოქროს გლობუსი“ 2023-ის ნომინანტები დასახელდნენ

„ოქროს გლობუსი“ 2022-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

„ოქროს გლობუსის“ 2023-ის გამარჯვებულების სია, ასე  გამოიყურება

საუკეთესო მხატვრული ფილმი – დრამა

  • ავატარი: წყლის გზა
  • ელვისი
  • The Fabelmans (გამარჯვებული)
  • Tar
  • საუკეთესო მსროლელი: მავერიკი

ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — დრამა

  • ქეით ბლანშეტი, Tar (გამარჯვებული)
  • ოლივია კოლმანი – სინათლის იმპერია
  • ვაიოლა დევისი – ქალი მეფე
  • ანა დე არმასი – ქერათმიანი
  • მიშელ უილიამსი – ფაბელმანები

კაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში — დრამა

  • ოსტინ ბატლერი, ელვისი (გამარჯვებული)
  • ბრენდან ფრეიზერი, ვეშაპი
  • ჰიუ ჯეკმანი, შვილი
  • ბილ ნაი, სიცოცხლე
  • ჯერემი პოპი, დათვალიერება

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი მხატვრულ ფილმში

  • ანჯელა ბესეტი, Black Panther: Wakanda Forever (გამარჯვებული)
  • კერი კონდონი – ინშერინის კოშკი
  • ჯეიმი ლი კერტისი, ყველა, ყველგან, ყველაფერი ერთად
  • დოლი დე ლეონი – Triangle of Sadness
  • ქერი მულიგანი – ის ამბობს

კაცის მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მხატვრულ ფილმში

  • ბრენდან გლისონი, ინშერინის კოშკი
  • ბარი კეოგანი, ინშერინის კოშკი
  • ბრედ პიტი – ბაბილონი
  • კე ჰიუ კვონი –  ყველა, ყველგან, ყველაფერი ერთად (გამარჯვებული)
  • ედი რედმეინი – The Good Nurse

მხატვრული ფილმის საუკეთესო რეჟისორი

  • ჯეიმზ კამერონი – ავატარი: წყლის გზა
  • დენიელები (დენიელ კვონი და დენიელ შეინარტი) – ყველა, ყველგან, ყველაფერი ერთად
  • ბაზ ლურმენი – ელვისი
  • მარტინ მაკდონაჰი – The Banshees of Inisherin
  • სტივენ სპილბერგი – ფაბელმანები (გამარჯვებული)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები