LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს მომპოვებელი კომპანია საქართველოდან გადის

155
shutterstock-635415917

ოქროს მომპოვებელი კომპანია Empire Metals საქართველოდან გადის. კომპანია 2018 წლიდან, საქართველოში გაუარესებულ გარემოზე აცხადებს და Georgian Copper and Gold-ში 50%-იან წილს ყიდის. ინფორმაციას “ბიზნესპარტნიორი” ავრცელებს, რომელიც წერს, რომ მყიდველი ამავე კომპანიაში მისი პარტნიორი „კავკასიის სამთო ჯგუფია“ ( CMG ), რომელიც ამ გარიგებით  Georgian Copper and Gold-ში წილს 100%-მდე შეივსებს. ერთობლივ კომპანიაში 50%-იანი წილის 3.3 მლნ დოლარად გამოსყიდვაზე „კავკასიის სამთო ჯგუფსა“ და Empire Metals-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა. გარიგების დახურვა 14 ივლისს იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ Georgian Copper and Gold საქართველოში სპილენძისა და ოქროს ძებნა/ მოპოვების 30 წლიან ლიცენზიას ფლობს. რაც შეეხება Empire Metals, ის საქართველოში ინვესტორად 2015 წელს შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები