LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოქროს სტანდარტი გვაქვს…ჩინელებმა გვაჩუქეს ტესტი და აპარატურა” – ამირან გამყრელიძე

7077
ამირანი

ქვეყანაში სწრაფი ტესტების შემოსვლაზე განცხადებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აკეთებს. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში თქვა, რომ სწრაფი ტესტი შეიძლება პანაცეა არ არის.

“რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ქვეყანას ჰქონდეს სწრაფი ტესტი ანტიგენზე დამყარებული, ანტისხეულებზე დამყარებული და ოქროს სტანდარტი.

ოქროს სტანდარტი გვაქვს, დღეს ჩამოვიდა სწრაფი ტესტი, რომელიც ჩინელებმა გვაჩუქეს და აპარატურა, რომელიც ჩვენს ოთხსაათიან რეაქციას ჩამოიყვანს საათნახევარზე. როგორც მე ვიცი, სამინისტროდან მაქვს ინფორმაცია, რომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად შემოვა ასევე ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები და ასევე ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტები. ასე რომ დღეს არც ერთი ადამიანი არ არის ქვეყანაში, რომელსაც ტესტირება სჭირდება და არ უტარდება”, – ამბობს გამყრელიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g