LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ტალღა“ წამახალისებელი პროექტია ყველა შემსრულებლისთვის

8

Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემას „რადიო დუეტი“ საინტერესო სიახლეებითა და სიმღერის პრემიერით გიორგი ღვინიაშვილი და შოთა მაისურაძე ესტუმრნენ.

 

გიორგის შემთხვევაში ბოლო პერიოდში შემოქმედებითი პაუზა იყო, თუმცა ახლახან ახალი სიმღერა შეთავაზა მსმენელს.

 

გიო, რა იყო პაუზის მიზეზი?

 

გიორგი: ბოლო პერიოდში რაღაც გადაწყვეტილებების მიღება მიწევდა და პაუზაც სწორედ ამან გამოიწვია. მაგრამ არა უშავს, ნელ-ნელა ამოვიქოქებით. სიმღერის ინიციატორი შოთა მაისურაძე იყო. დავიწყეთ და გაჩერებას არც ვაპირებთ.

 

მოგვიყევით ახალი სიმღერის შესახებ.

 

შოთა: სიმღერის ტექსტი და მუსიკა დაახლოებით 10-11 თვის წინ დავწერე. „დაგხატავ“ – ასე ქვია სიმღერას.

 

სამომავლოდ რას გეგმავთ?

 

გიორგი: სამომავლოდ იდეაში არის ახალი სიმღერები. ახლა ვიწყებთ მუშაობას და აუცილებლად გავალთ ბოლოში.

 

შოთა: შემდეგი სიმღერა არის დაბადების დღეზე, დღე არ არის, რომ ვინმეს დაბადების დღე არ იყოს. ამ დღისთვის კი ცოტა სიმღერაა დაწერილი და ვფიქრობ, რომ ჩვენი სიმღერა მისალოც რეპერტუარს ცოტა გაამდიდრებს და გაახალისებს.

 

შოთა ძირითადად სევდიან სიმღერებს წერს და მაინტერესებს ეს რამდენად იქნება მხიარულ ნოტებზე?

 

გიორგი: ამ სიმღერას მხიარულად წარმოვადგენთ და მინდა, რომ ჩემ შვილს, ნიაკოს მივუძღვნა, რადგან ძალიან უყვარს თავის დაბადების დღე და არა მარტო თავისი, ყველას დაბადების დღე უყვარს.

 

საერთო ჯამში, რამდენი სიმღერა გაქვს?

 

შოთა: ძალიან ცოტა სიმღერა მაქვს, მაგრამ დაახლოებით ამ ერთ წელიწადში დავწერე 3-4 სიმღერა. ადრეც რაღაცეებს ვწვალობდი.

 

რამდენად ჩართული ხართ „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაში?

 

შოთა: ჩემი სიმღერა წარდგენილია „ოქროს ტალღაზე“ და ჯერჯერობით საკმაოდ ბევრი მოწონება აქვს. ძალიან წამახალისებელი პროექტია ყველა შემსრულებლისთვის. ვფიქრობ, ბევრი მსგავსი
პროექტები უნდა იყოს.

გიორგი ღვინიაშვილი – დაბადების დღე

AudioGIORGI GVINIASHVILI – DABADEBIS DGE

გადაცემის აუდიოჩანაწერი

AudioRadio Dueti. Giorgi Gviniashvili

გიორგი ღვინიაშვილი – დაგხატავ. Live

გიორგი ღვინიაშვილი & შოთა მაისურაძე. “რადიო დუეტი”

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები