LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილი: 4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და 20-მდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსით

10382
Untitled design (5)

უკრაინაში საბრძოლველად წასული თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

ოქრუაშვილი იმ დანაშაულებზე წერს, რომლებსაც რუსი სამხედროები უკრაინის მოქალაქეების მიმართ სჩადიან:

მისივე თქმით, თავად უკრაინელი მებრძოლების ჯგუფი 4-დღიანი ბრძოლიდან 2 დაჭრილი, 1 დაღუპული და 3 კონტუზირებული მებრძოლით დაბრუნდა უკან:

“4-დღიანი მძიმე ბრძოლიდან დავბრუნდით 2 დაჭრილით, 1 დაღუპულით, 3 კონტუზირებულით და ოცამდე იმ ქვეყნად გასტუმრებული რუსეთელით.

ენით შეუძლებელია იმ ტრაგედიის აღწერა, რაც რუსებმა ქალაქ ირპინში დაატრიალეს – უამრავი დაღუპული მშვიდობიანი მოსახლე, მხოლოდ ჩემ თვალწინ, 4 დღეში 50-მდე გადამწვარი სახლი და ასევე უამრავი თვალცრემლიანი მოხუცი, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ და მათი თვალით უყურებენ საკუთარი სახლ-კარის განადგურებას ერთი მანიაკის პუტინის და რუსის ავადმყოფური, ველიკოძერჟავული ახირების გამო”, – წერს ოქრუაშვილი.

შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაშია რუსების წინააღმდეგ იბრძვის.

ირაკლი ოქრუაშვილი: ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში, საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი, თანაც იარაღით ხელში

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g