LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილი ივანიშვილზე: იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო

179
collage

„გამარჯვებული საქართველო“ ეს იმ პოლიტიკური მოძრაობის დასახელებაა, რომელსაც ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოაყალიბებს. ოქრუაშვილთან ერთად მოძრაობის წევრებს შორის ახალ სახეებთან ერთად ძველი სახეებიც იქნებიან. ამის შესახებ მან რუსთავი 2-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი ახალი პოლიტიკურ მოძრაობის ოფიციალური პრეზენტაცია ხვალ, 11 ივნისსაა დაგეგმილი.

პრეზენტაციამდე დეტალურ გეგმებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მოძრაობის მიზანი,ხელისუფლების შეცვლა იქნება.

“იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსაო, ნათქვამია”, — ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი და განმარტავს, რომ აქვთ თუ არა მათ “მესამე ძალის” ამბიცია, ამას ხალხი გადაწყვეტს.

ოქრუაშვილის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მოძრაობას თავდაპირველად ლიდერი არ ეყოლება და მას პოლიტიკური საბჭო მართავს. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ გეგმებს დახვეწენ, ისინი საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც გუბაზ სანიკიძე ამბობს, მოძრაობის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ყველამ გააცნობიერა, რომ ივანიშვილი ქვეყნის პოლიტიკური მტერია და ისტორიული სუბიექტის სტატუსსაც კი საფრთხეს უქმნის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g