LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს პასუხობს:”განათლება ხოფას ბაზრობაზე არ მაქვს მიღებული”

81

“განათლება შენსავით ხოფას და რიზეს ბაზრობაზე არ მაქვს მიღებული და ცოტას ჩამოგრჩები”, – ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიერ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც ქიბარ ხალვაში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტს გამოეხმაურა, სადაც საუბარია, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს არასოდეს ეკუთვნოდა.

ეჰ ჩემო ქიბარ, მეგონა კონტრაქტზე და იურიდიულ მხარეზე რაიმე უფრო სერიოზულს იტყოდი, მაგრამ მესმის, რომ რთულ მდგომარეობაში ხარ და სათქმელი არაფერი გაქვს. რაც შეეხება ადამიანობას და პატრიოტიზმს, ხომ იცი მაგ საკითხებში განათლება შენსავით ხოფას და რიზეს ბაზრობაზე არ მაქვს მიღებული და ცოტას ჩამოგრჩები”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

მანამდე კი დღეს ბეჭდურ მედიაში ქიბარ ხალვაშის ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ის ოქრუაშვილზე ამბობს, რომ “ოქრუაშვილმა ჯერ ვერ ისწავლა, რომ სამხრეებზე არსებული ვარსკვლავებით ადამიანობა და პატრიოტიზმი არ ისწავლება.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g