LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილი საინტერესო ფიგურა არაა, დავდგე და კომენტარები ვაკეთო – კახა კალაძე

83
66261542-1777902718979823-1873809732058218496-o

თბილისის მერი თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის პატიმრობის შეფარდებაზე კომენტარს აკეთებს და თვლის, რომ პარლამენტის შტურმით აღების მოწოდებები არავის უნდა ეპატიოს. კალაძე ამბობს, რომ ის სამართლებირვ დეტალებზე ვერ ისაუბრებს და მხოლოდ ზოგადი პოლიტიკური შეფასებები შეუძლია. 

ირაკლი ოქრუაშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს

“არსებობს სამართლებრივი კითხვები, რომელსაც ოქრუაშვილი გასცემს პასუხს. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით და წარსულს უნდა ჩავაბაროთ დაპირისპირება, გადატრიალება, სისხლისღვრა, მოწოდებები, რასაც 20-21 ივნისს ვისმენდით უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი იქ გულწრფელად მისულ ადამიანებს მოუწოდებდნენ, შტურმით აეღოთ პარლამენტის შენობა და ეს კანონის წინაშე არავის უნდა ეპატიოს – პოლიტიკოსი იქნება თუ რიგითი მოქალაქე. ეს არის ძალიან ცუდი, მძიმეა, რაც ვნახეთ. ზოგადად, ირაკლი ოქრუაშვილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ნამდვილად არ არის საინტერესო ფიგურა”, – აცხადებს კალაძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ორმაგი სტანდარტი, როცა ნიკა მელია გირაოთი გაათავისუფლეს და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვეს, კალაძემ უპასუხა, რომ ეს კითხვები სხვა უწყებებს უნდა დაუსვან.

„დეტალებში გამიჭირდება შესვლა, თუ რა მუხლია, რა ბრალეულობაა. ეს შეგიძლიათ, დაუსვათ შესაბამის სამსახურებს და გაგცემთ პასუხს. მე მზად ვარ, როგორც დედაქალაქის მერი, ზოგადი შეფასებები გავაკეთო პოლიტიკურ პროცესებზე“, – ამბობს თბილისის მერი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g