LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქრუაშვილის თანაპარტიელი, ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

191
13724829-10201886448121012-3314388767435053467-o

“გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერეს. მძღოლის თანმხლებმა გურამ ჩალაგაშვილმა სამართალდაცველების მიმართ აგრესია გამოხატა და საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია, რის შემდეგაც იგი ადგილზე დააკავეს. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ჩალაგაშვილის პროცესი მიმდინარეობს.

გურამ ჩალაგაშვილი ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელია “გამარჯვებულ საქართველოში”.

 

2006-2007 წლებში იგი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო 2007-2013 წლებში სემეკის თავმჯდომარე იყო.
20-21 ივნისის მოვლენებზე დაკავებულია თავად ირაკლი ოქრუაშვილიც.

 

P.S ჩალაგაშვილი დაკავებიდან 12 საათში სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებების წარდგენა იყო. შესაბამისად, სასამართლო პროცესი გადაიდო.

magti 5g