ოქსფორდის ლექსიკონმა 2024 წლის მთავარ სიტყვად დაასახელა გამოთქმა – Brain rot, რაც სიტყვა სიტყვით ითარგმნება როგორც – „ტვინის ლპობა“. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის ოფიციალური საიტი წერს.
ეს სლენგი აღნიშნავს, „ადამიანის ფსიქიკური ან ინტელექტუალური მდგომარეობის გაუარესებას“, რაც გამოწვეულია ინტერნეტ-სივრცეში ზედმეტად დიდი დროის გატარებით.
ამასთან, ეს გამოთქმა ინგლისურ ენაში პირველად 1854 წელს დააფიქსირეს. 2024 წელს კი მისი გამოყენება 230%-ით გაიზარდა.
სიტყვათა შეთანხმების პოპულარობა გამოხატავს შფოთს სოციალურ ქსელებში უხარისხო კონტენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც თითოეულ ადამიანსა თუ საზოგადოებაზე ნეგატიურად მოქმედებს. ტვინის ლპობა ეს არის დაბალი ხარისხისა და ღირებულების მასალა და მისი სარისკო გავლენები.
წლის სიტყვა საჯარო კენჭისყრის შემდეგ აირჩიეს და მასში მონაწილეობას 37000-ზე მეტი ადამიანი იღებდა.
საინტერესოა, რომ 1-ელ იანვარს ბრიტანულმა ლექსიკონმა Collins Dictionary-მ წლის სიტყვად brat დაასახელა, რაც „ხასიათდება თავდაჯერებულობით, დამოუკიდებლობით და ჰედონისტური ხასიათით“.