LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბერში რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა საქართველოში $114.5 მილიონი დახარჯეს

62
ტურისტები-საქართველოში

საქართველოში შემოსული ვიზიტორებიდან ყველაზე მეტი თანხა – 114.5 მილიონი დოლარი რუსეთის მოქალაქეებმა დახარჯეს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, მონაცემები 526%-ითაა გაზრდილი.

ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდან შემოსულმა ვიზიტორებმაც 34 მილიონი დოლარი დახარაჯეს. ტურიზმის შემოსავლებით, მესამე ადგილს ისრაელი იკავებს, რომლის მოქალაქეებმაც 28 მილიონი დოლარი დახარჯეს.

დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში შემოსულმა 442 ათასმა ვიზიტორმა ჯამში ოქტომბერში $337 მილიონი დოლარი დახარჯა.

რაც შეეხება მთლიანად 2022 წელის, 10 თვეში ვიზიტორებმა 2.8 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც წინა წელთან შედარებით 2.8-ჯერ მეტია. აქედან, ყველაზე მეტი თანხა 678 მილიონი დოლარი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა დახარჯეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g