ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ოქტომბრის თვის დადასტურებული ფრენების განრიგს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მომდევნო თვეს გამგზავრებას: პარიზის, ვენას, ამსტერდამის, ბერლინის, მინსკის და თელ-ავივის მიმართულებით შევძლებთ.
„ძვირფასო მგზავრებო, მოხარულნი ვართ გამოვაცხადოთ, დადასტურებული ფრენების განრიგი ოქტომბერში: თბილისი-პარიზი-თბილისი: ყოველ სამშაბათს და პარასკევს; თბილისი-ვენა-თბილისი: ყოველ ხუთშაბათს და კვირა; თბილისი-ამსტერდამი-თბილისი: ყოველ ორშაბათს და შაბათს; თბილისი-ბერლინი-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს; თბილისი-თელ ავივი-თბილისი: ყოველდღე; თბილისი-მინსკი-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.
ბილეთის დასაჯავშნად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს, ოფიციალურ პარტნიორ სააგენტოებს, ან ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს“, – აცხადებენ ქართულ ავიაკომპანიაში.