LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქტომბრიდან კემბრიჯში ვისწავლი – ეს უბრალო ფრაზა დიდ შრომად დამიჯდა“ – ანი ნიქაბაძე სწავლას University of Cambridge-ში აგრძელებს

173
ანი ნიქაბაძე

ქართველი გოგონა ანი ნიქაბაძე, რომელიც East-West Management Institute-ში მოქალაქეთა ჩართულობის კოორდინატორად მუშაობს, ოქტომბრიდან კემბრიჯში ისწავლის.

სასიხარულო ინფორმაციას თავად გვიზიარებს სოციალურ ქსელში და იმ სირთულეებზე წერს, რაც ოცნების ასრულებამდე შეხვდა.

„ოქტომბრიდან კემბრიჯში ვისწავლი – ეს უბრალო ფრაზა დიდ შრომად, მონდომებად, წარუმატებლობის მიუხედავად ტანის ათრევად და კომფორტის ზონიდან ბევრჯერ გამოსვლად დამიჯდა. ოცნებები ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გარე ფაქტორი კოლექტიურად გვპრესავს და მომავლის იმედს ახუნებს.

ეს არაჩვეულებრივი სიახლე ჩივნინგის სტიპენდიისა და დიდი ბრიტანეთის გულუხვი (გულუხვს როდესაც ვამბობ, I mean it) დახმარების წყალობით დამატყდა თავს. მეგობარი სახელმწიფო იმდენ თანხას ახმარს ჩემს განათლებას, რამდენსაც მე ნამდვილად ვერ გავწვდებოდი. საინტერესო იცით რა არის? სტიპენდიის პირობების მიხედვით, სწავლის დასრულების შემდეგ, ჩემს ქვეყანაში უნდა დავბრუნდე და მიღებული ცოდნა სამშობლოს მოვახმარო. ანუ, იმისთვის გვეხმარებიან, რომ შემდეგ ერთმანეთს დავეხმაროთ.

სწორედ ასეთი ზრუნვის და მეგობრობის გამო მგონია (სხვა ბევრ მიზეზთან ერთად) ევროპა ის ადგილი, რომელსაც უნდა ვესწრაფოდეთ. ევროპისკენ მიმავალი ღირსეული გზა კი, მეგობრისთვის მეგობრობის დაფასებით იწყება,“ – წერს ანი ნიქაბაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g