LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრის დასაწყისიდან მაღალმთიანი და სოფლის დაახლოებით 332 სკოლაში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება: გამყრელიძე

132
1

“ოქტომბრის დასაწყისიდან დასწრებული სწავლა მაღალმთიანი და სოფლის, დაახლოებით, 330, 332 სკოლაში აღდგება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ აღნიშნულ სკოლებში უკვე სწავლობენ ეპიდსიტუაციას და იქ ინფიცირების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

მისივე თქმით, ჩამოაყალიბეს ე.წ. უსაფრთხო სკოლებისა და უნივერსიტეტების კონცეფცია, რამდენიმე დღეში აღნიშნული კონცეფცია იქნება განხილული და კრიტერიუმებიც ჩამოყალიბდება:

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და გაცხადდა, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან აღდგება დასწრებული სწავლა მაღალმთიან და სოფლის დაახლოებით 330 თუ 332 სკოლაში. ამ სკოლებში ჩვენ უკვე ვსწავლობთ ეპიდსიტუაციას. ყველა ამ სკოლაში შევისწავლეთ, სკოლის რამდენ მოწაფეს და მასწავლებელს ჰქონდა გადატანილლი ინფექცია, რამდენი მასწავლებელია აცრილი ამ სკოლებში. ეს ინფორმაციები უკვე გვაქვს და ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რათა ჩამოვყალიბდეთ, რომ ამ სკოლებში სწავლა აუცილებლად აღდგეს. იქ საკმაოდ დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი.

ასევე, ჩამოვაყალიბეთ ე.წ. უსაფრთხო სკოლების და უნივერსიტეტების კონცეფცია და დღეს, ხვალ, ზეგ ეს კონცეფცია იქნება განხილული და ჩამოყალიბდება კრიტერიუმები, მაგალითად, მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სკოლებში ან დიდ ქალაქებში, რა მიმდევრობით და როგორ უნდა აღდგეს სწავლა. ამაზე გვაქვს ჩვენი შეხედულებები, ვჯერდებით განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებთან და ამას შემდეგ განიხილავს და დაამტკიცებს საკოორდინაციო საბჭო.” – განაცხადა გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები