LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ჩარტერული ფრენების ნაწილი, უკვე ცნობილია

496
3ce57bfb707ed72a8455ea4405ce2fea

ოქტომბრის თვეში დაგეგმილი ჩარტერული ფრენების ნაწილი ცნობილი ხდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ფრენების განრიგს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ ოქტომბერში ვარშავადან თბილისის მიმართულებით 4 ჩარტერული ფრენა შესრულდება; კიევიდან – 2, აქტაუდან კი – 1.

ავიარეისებს შემდეგი ავიაკომპანიები ამ გარიგით შეასრულებენ:

??✈️?? ვარშავა-თბილისი-ვარშვა (3,10,17,24 ოქტომბერი) -Lot Polish Airlines;

??✈️?? კიევი-თბილისი-კიევი (6 ოქტომბერი) Yan Air

??✈️?? კიევი-თბილისი-კიევი (10, 17, 24, 31 ოქტომბერი) – Sky Up Airlines;

??✈️?? აქტაუ – თბილისი – აქტაუ (1 ოქტომბერი) Scat Airlines.

შეგახსენებთ, საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ნოემბრამდე დახურულია. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან. თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების – Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g