პრიანკა ჩოპრასა და ნიკ ჯონასის სიყვარულის ისტორია 2 თვის წინ დაიწყო, თუმცა, ცნობილი ხდება, რომ წყვილმა უკვე ურთიერთობის დაკანონება გადაწყვიტა. 25 წლის მომღერალმა ხელი თავის 36 წლის რჩეულს სთხოვა და ლეგენდარული ბრენდის, Tiffany & Co-ს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.
ჯონასის ახლობლების თქმით, ის ძალიან ბედნიერია და ამ ურთიერთობას საკმაოდ სერიოზულად უყურებს.
თავად შეყვარებულებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.