LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორ წლიანი მოლაპარაკების შემდეგ, დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის როლს დაუბრუნდა

71

როგორც ჩანს, თითქმის ორი წლის მანძილზე გაგრძელებული მოლაპარაკებები დენიელ კრეიგის „ბონდიანაში“ დაბრუნების შესახებ დასასრულს მიუახლოვდა: ფილმის პროდიუსერებმა ის აგენტ 007-ის როლზე მაინც დაითანხმეს, შესაბამისად, ცნობილი ხდება, რომ საიუბილეო, რიგით 25-ე ფილმის მთავარ როლში სწორედ კრეიგს ვიხილავთ.

წინა ნაწილის გამოსვლის შემდეგ, დენიელმა საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა: მისი თქმით, ის „ვენებს გადაიჭრიდა“ და ფილმის გაგრძელებაში აღარ დაბრუნდებოდა, თუმცა მოგვიანებით ის ამ თემაზე კომენტარს საერთოდ აღარ აკეთებდა.

გამოცემა The Mirror ადასტურებს კრეიგის ბონდიანაში დაბრუნების საკითხს. მისივე ინფორმაციით გადაღებები 2018 წელს დაიწყება. ცნობილი ხდება ისიც, რომ საუნდტრეკის დაწერა ადელს სთხოვეს, რომელმაც წლების წინ ბონდიანას თრექისთვის „სკაიფოლი“ „ოსკარიც“ აიღო“.

რაც შეეხება კრეიგს, შეგახსენებთ, რომ “ბონდიანაში” ის 2006 წლიდან მონაწილეობს. 11 წლის მანძილზე მან 4 ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან უკანასკნელი „007: სპექტრი“ 2015 წელს გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები