ორბელიანის მოედანზე აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება. პერიოდულად სპეციალური დანიშნულების რაზმი მათი მისამართით ე.წ გაზის კაფსულებს ისვრის.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეები თაბუკაშვილის ქუჩაზე გაიფანტნენ, რადგან სპეცრაზმმა დიდი რაოდენობით გაზი გაუშვა.
ასევე, ცოტა ხნის წინ, თაბუკაშვილის ქუჩაზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას, პროვოკატორები მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.
ამავე დროს აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება.