LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორძრავიან Tesla–ს დრიფტი ასწავლეს

tesla-3

კომპანია Tesla–მ გადაწყვიტა შეემოწმებინა, თუ როგორ მუშაობს ელექტროქარებზე სპორტული რეჟიმი. Model 3 Perfomance–მა განსაკუთრებული ელექტრონიკა მიიღო, რისი დამსახურებითაც ელექტროძრავს ავტომობილის სრიალის გაკონტროლება შეუძლია. ე.წ. სარბოლო რეჟიმის მუშაობა სხვადასხვა გადამცემებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება. სპეციალური სისტემა ინფორმაციას გადაამუშავებს და ძალებს ავტომობილის წინა და უკანა მხარეს შორის შესაბამისად ანაწილებს. ამ დროს კონდიციონერიც განსხვავებულ რეჟიმში მუშაობს და აგრეგატის გაგრილებაზეა ორიენტირეული. შეგახსენებთ, რომ Model 3–ის მოდიფიკაცია მაისის თვეში წარმოადგინეს. სუპერქარს 100 კმ–ს განვითარება 3,5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 249 კმ/სთ–ია. ელექტროქარს ერთი დამუხტვით 499 კმ–ს გავლა შეუძლია და მისი საწყისი ღირებულება კი მინიმუმ 78 ათასი დოლარია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g