LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ირაკლი ტორუა, რომელიც სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან დააკავეს, გათავისუფლებულია

132
ghreherr

ორგანიზაცია „დევნილები დევნილებისთვის“ თავმჯდომარე ირაკლი ტორუა, რომელიც სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან დააკავეს, გათავისუფლებულია.

როგორც ტორუამ აღნიშნა, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

დაპირისპირება გმირთა მემორიალთან – დაკავებულია ერთი ადამიანი

„მთავრობამ უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და მიხვდეს, რომ ჩვენი ხმის ჩახშობას აზრი არ აქვს. დღეს შეიძლება 100 ვართ, ხვალ მეტი ვიქნებით, “- განაცხადა ტორუამ.

თორუა აღნიშნავს, რომ „დევნილები დევნილებისთვის“ მოთხოვნაა შემუშავდეს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სტრატეგიული გეგმა, ყველა დევნილს დაურეგისტრირდეს თავის უძრავი ქონება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, 45- ლარიანი დახმარება გაუტოლდეს საარსებო მინიმუმს, ვეტერანების დახმარება კი 22 ლარის ნაცვლად, არანაკლებ 200 ლარამდე გაიზარდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g