LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

108

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. ახალგაზრდა წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და დუმილის უფლებას იყენებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ზაზა დათუკიშვილმა განაცხადა.

“დღეის მდგომარეობით, ის ბრალს არ აღიარებს. იყენებს დუმილის უფლებას. ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ იმაზე, რა განუცხადა მან გამოძიებას”, – აღნიშნა დათუკიშვილმა.

 

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, მისი დაკავება სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს, თუმცა ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები