სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ზურაბ იაკობიშვილის (65) და ელიზბარ ოდიკაძის (97) ანგარიშზეა.
იაკობიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მასპინძელ პერიცა დიმიტრიევიჩი 10-0, შემდეგ კი გერმანელი ალექსანდერ სემისოროვს 4-2 დაამარცხა, 1/4 ფინალში ქართველმა ფალავანმა თურქი მუსტაფა კაია 4:04 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-0 გაანადგურა, თუმცა ნახევარფინალში რუს ილიას ბეკბულატოვს ვეღარ გასცდა 0-10, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იაკობიშვილმა აზერბაიჯანელი გიტინმაგომედ გაჯიევი 9-4 დაამარცხა.
ოდიკაძემ თავდაპირველად გერმანელ გეორგ გაბრიელ სერეგელის 4-1 მოუგო, მეორე ეტაპზე კი მოლდოველ ნიკოლაი ცებანს სძლია 4-3, 1/4 ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა აზერბაიჯანის წარმოამდგენელი არსლანბეკ ალბოროვი 4-1, მაგრამ ნახევარფინალში თურქ რიზა ილდირიმთან 2-8 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ოდიკაძემ მაკედონიის სახელით მოასპარეზე მაგომედგაჯი ნუროვი 4:59 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით იოლად დაამარცხა 10-0 და მეორე დაეუფლა ბრინჯაოს მედალს ევროპის ჩემპიონატზე.
შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან დავით მარსაგიშვილმა (86) გაუშვა.
დღეს, 4 მაისს, ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 61 კგ და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში ავთანდილ კენჭაძე 74 იასპარეზებენ.