LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა“ – სვანეთში დაკარგული ახაგარდების ახლობელი მიმართვას ავრცელებს

255
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები

მე­ხუ­თე დღეა სვა­ნეთ­ში, ტყე­ში და­კარ­გულ ორ ახალ­გაზ­რდას ეძე­ბენ, თუმ­ცა ამ დრომ­დე მათი პოვ­ნა ვერ ხერ­ხდე­ბა.

და­კარ­გუ­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი, დავით ფარ­ჯი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ბი­ჭებ­მა ორი დღის წინ შეძ­ლეს მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნა. ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

„გამარჯობათ მეგობრებო 2700 მეგობარი მყავს აქ და ყველას დახმარება მჭირდება სასწრაფოდ გთხოვთ🙏 თუნდაც უბრალოდ გაკითხვით, ინფორმაციის გადაცემით . მჭირდება ადამიანები დრონებით მოხალისე თუ დაქირავებული იქნებ ვინმეს სითბური დრონი გქონდეთ, ან იცოდეთ რომ აქვს და სამძებრო სამუშაოებში ჩაერთოთ, სანამ იმედი კიდევ არის … 5 დღეა დაიკარგნენ ტყეში ჩემი ახლობლები, ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში. გადადიოდნე ლენტეხში ზემო სვანეთიდან . ანუ ბოლო კონტაქტიდან ორიდღეა გასული და არის იმედები, რომ ცოცხლები არიან და დახმარება სჭირდებათ. თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ ძებნაში“, – წერს დავით ფარჯიანი სოციალურ ქსელში.

უწყე­ბის თა­ნახ­მად, ძებ­ნა-შვე­ლის ოპე­რა­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის, თბი­ლი­სის, იმე­რე­თი­სა და მეს­ტი­ის სამ­თო სა­მაშ­ვე­ლო ძა­ლე­ბი და სა­მაშ­ვე­ლო დრო­ნე­ბი არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ა­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ვერ­ტმფრე­ნის ჩართვა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები