LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი გულწასული გოგო მყავდა გასაყვანი, გავიყვანე… როგორც ეგენი ვერ გამომგლიჯეთ ხელიდან, ისე ვერ გამომგლეჯთ გულწასულ საქართველოს” – ლევან კობახიძე

250
ლევან კობახიძე

„ყველაზე მძიმე შეგრძნებებიდან არის უსუსურობის შეგრძნება. როცა იცი რა უნდა გააკეთო მაგრამ უბრალოდ არ შეგიძლია“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთაველზე მიმდინარე აქციების ერთ-ერთი მონაწილე ლევან კობახიძე წერს.

ლევან კობახიძე იხსენებს, აქციაზე განვითარებულ მოვლენებს და ჰყვება, როგორ მოაქცია სპეცრაზმმა ალყაში აქციის მონაწილეები და როგორ გაუსწორდნენ მათ ფიზიკურად:

„ყველაზე მძიმე შეგრძნებებიდან არის უსუსურობის შეგრძნება. როცა იცი რა უნდა გააკეთო მაგრამ უბრალოდ არ შეგიძლია.
სპეცრაზმმა ალყაში მოგვაქცია, როცა მაქსიმალურ სიმჭიდროვეს მივაღწიეთ წიწაკა დაგვასხეს ზემოდან. ატყდა ჭყლეტა ვიღაც ორი გოგო მოყვა ჩემს ქვემოთ და ზემოდან სამი ფენა ხალხი დამაწვა. იცით რა ძნელია უყურებდე თვალებში ადამიანს, რომელიც განწირული გთხოვს შველას და შენ უბრალოდ გარყევა არ შეგიძლია? რაღაც მომენტში ვიპოვე სივრცე, და ნახტომში ამოვძვერი ზედახორადან და სანამ ისევ დაეყრებოდა ხალხი ეს ორი, უკვე გულწასული გოგო გამოვაძრე ხალხს ძირიდან. ამ დროს სპეცრაზმისკენ ზურგით მომიწია შეტრიალება და დამიწყეს დუბინკებით ცემა. ვყვიროდი მოკვდნენ მემგონი გამაყვანინეთთქო და შენი ძალით პატრიოტი დედამ***ანო და უარესად მირტყეს. საპატიო დუბინკების ესკორტით გამაცილეს 30 მეტრი. მივდიოდი და ერთადერთი აზრი მიტრიალებდა. ორი გულწასული გოგო მყავდა გასაყვანი.
გავიყვანე.
როგორც ეგენი ვერ გამომგლიჯეთ ხელიდან, ეგრე ვერ გამომგლეჯთ გულწასულ საქართველოს.
ჩვენ დავბრუნდებით და მოვიგებთ ამ ომს.
ხოლო შენ, ვინც ეს წაიკითხე და უყურე, შეგიძლია მოხვიდე და არ მოდიხარ, შენ მშვიდად იყავი, არ ამიღელდე, თოვლი მოსულა საბადურებისკენ თურმე, კარგი სურათები დადე!!!“ – წერს ლევან კობახიძე.

გიორგი ბახუტაშვილი: „სისტემას სისტემურად უნდა ვებრძოლოთ, მშვიდობიანი, მაგრამ რადიკალური ზომები უნდა მივიღოთ“ – გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი დააკავეს

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამთენიისას, საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო – „რუსთაველიდან„ და „თავისუფლების მოედნიდან“ ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს. ტერიტორიის გასუფთავება დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

შეგახსენებთ, 29 ნოემბერს, საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 19:00 საათზე დაიწყო. ადგილზე ვითარება არაერთხელ დაიძაბა პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის. მომიტინგეების დაშლა სპეცრაზმმა დაახლოებით, ღამის, 12:00 საათისთვის დაიწყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და სპეციალური საშუალებები.

თავის მხრივ დემონსტრანტები საპოლიციო ძალების მისამართით პიროტექნიკას და სხვადასხვა საგნებს ისროდნენ, მომიტინგეები ცდილობდნენ სხვადასხვა კონსტრუქციით ბარიკადების აღმართვასაც, რათა სპეცრაზმისთვის გზა ჩაეხერგათ. სამართალდამცველები აქციის მიმდინარეობისას პერიოდულად აკავებდნენ მომიტინგეებს, არიან დაშავებულები.

შეგახსენებთ, ბოლო ორი დღის განმავლობაში მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას – საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე

ყველაზე მძიმე შეგრძნებებიდან არის უსუსურობის შეგრძნება. როცა იცი რა უნდა გააკეთო მარა უბრალოდ არ შეგიძლია. სპეცრაზმმა…

Posted by Levan Kobakhidze on პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g