LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს… აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია“ – ნინო წილოსანი

171
ნინო წილოსანი, კარები ჭავჭავაძის გამზირზე გამართული აქციიდან

„ეს აქციები და მთლიანად ოპოზიციის გეგმა არაფერია თუ არა რამდენიმე ასეული ემოციურად დაზიანებული ადამიანის ყალბი პროტესტი…“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს სოციალურ ქსელში, რითაც ხელახალი არჩევნების მოთხოვნით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

„აქ ვრჩებით, ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ვიყოთ ბევრი რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმი ვერ გაუძლებს“ – რა ვითარებაა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაათენეს

„ორი კარვით კეტავდე ქუჩებს , სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ფართო ჭრილში – კი აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია ⚫️

რამდენადაც უცნაური კომპოზიცია არ უნდა იყოს, ბოროტებისა და უგუნურების გაერთიანებას წარმოადგენს ჩვენი ოპოზიცია“, – წერს ნინო წილოსანი.

ეს აქციები და მთლიანად ოპოზიციის გეგმა არაფერია თუ არა რამდენიმე ასეული ემოციურად დაზიანებული ადამიანის ყალბი…

Posted by ნინო წილოსანი • Nino Tsilosani on კვირა, 17 ნოემბერი, 2024

სლაიდზე გამოყენებული ფოტოები: ფეისბუკგვერდი „დაიტოვე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g