LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი მოხუცი მყავს, ღმერთმა არ ქნას რამე დაემართოთ, ჩათვალეთ უკვე გარდაცვლილები არიან“ – სოფელ შრომას მკვიდრი

177
2025-02-26_01-56-15_129141

ორი მოხუცი მყავს, ღმერთმა არ ქნას რამე დაემართოთ, ჩათვალეთ უკვე გარდაცვლილები არიან, – სოფელ შრომას მკვიდრი ირაკლი ხურციძე გადაცემა „რეაქციაში“ გურიაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

მოქალაქე შესაბამის სამსახურებს თხოვს, გზები მაინც გაწმინდონ, რომ სოფლებში მოსახლეობამ გადაადგილება და გარესამყაროსთან კომუნიკაცია შეძლონ.

„მოწყვეტილი ვართ ყველაფერს, არც მაღაზიაა, ხალხს მარაგი რაც ჰქონდათ, ისიც ამოიწურა. მეოთხე დღეა ამ მდგომარეობაში ვართ. მე 2 ინვალიდი მოხუცებული მყავს სახლში და პატარა ბავშვი მყავს, მეშინია მაინც, 40-მდე სახლია დანგრეული ჩვენს რეგიონში. არიან ოჯახები, რომლებსაც შვილები თბილისში ჰყავთ და ვერ აგებინებენ, როგორ არიან.

ვრეკავდით 112-ში, ისინი გვეუბნებოდნენ სახანძრო თუ გჭირდებათ კი ბატონო, მაგრამ გზებზე გამგებელს დაურეკეთო, ისიც ან არ გპასუხობს, ან გათიშულია. ერთხელ გვიპასუხა და ტრაქტორი ნატანებიდან მოდისო და სამი დღეა არ გვინახავს ის ტრაქტორი, ფიზიკურად.

ყველამ იცოდა, პროგნოზი გამოცხადებული იყო და მომზადებულიყვნენ და ტრაქტორები მოემზადებინათ, რომ გზები მაინც გაწმენდილიყო, რომ მოსახლეობას ემოძრავა, საკვები იქნებოდა თუ ექიმი. ორი მოხუცი მყავს, რომელიც თავისი ფეხით ვერ მოძრაობას, რომ რამე დაემართოთ, ღმერთმა ნუ ქნას, ჩათვალეთ უკვე გარდაცვლილები არიან, რადგან სულ რომ გასკდნენ ქვაზე, ფიზიკურად ვერ მოვლენ.

გზები გაიწმინდოს რამენაირად, რომ შემოვიდეს შესაბამისი სამსახურები და დაგვეხმარნენ“, – განაცხადა ხურციძემ.

შეგახსენებთ, რომ გურიაში, დიდთოვლობას გუშინ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ამასთანავე, სტიქიამ დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ამ დრომდე სოფლები გარემოს მოწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ ბრძანება გამოსცა.

„ხვალ დილით გურიაში გადის დრონების ჯგუფი, ეს არის სპეციალური დრონები, რომლითაც 6-8 კილოს გადატანაა შესაძლებელი“ – რაზე წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

ირაკლი კობახიძე – სოფლების ძალიან დიდი ნაწილი მოწყვეტილია გარე სამყაროს – გეგმა არსებობს, ვითარება რთულია, გამოწვევა არის ძალიან ბევრი, თუმცა ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიმუშაოთ ყველა პრობლემის გადაჭრაზე

ფოტო/ვიდეო: „ქვემო ნატანებში 2 მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. პატარა 40 დღის. მიტანილია პროდუქტები, პამპერსი, ბავშვის საჭმელი…მოხუცი ბებო გამოყვანილია სოფლიდან“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური პოსტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g