LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ორი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია” – ლევან რატიანი

229
ლევანი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტებიდან კოვიდ 19-ით დაინფიცირებული ორი პირის მდგომარეობა კრიტიკულია. როგორც დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის გარდა, კიდევ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

ის ამბობს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში 62 წლის ქალის გარდა, კიდევ ერთი პირია, რომელსაც მისი ინფორმაციით, სუნთქვის უკმარისობის ჰქონდა და ამიტომ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.

მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა

"მდგომარეობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად სტაბილურია, უფრო უკეთესი ვიტალური პარამეტრები გააჩნია, ვიდრე ჰქონდა დღის პირველ ნახევარში“

რაც შეეხება მარნეულიდან მათ კლინიკაში გადაყვანილ ახალშობილსა და კორნავირუსით ინფიცირებულ 62 წლის ქალს შორის ნათესაური კავშირს, ეს არ დასტურდება.

ლევან რატიანის განმარტებით, ჩვილის ტესტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

magti 5g