LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

60

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, აბულაძის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ აბულაძეს თავდაპირველად ბორჯომსა და თბილისში ორი პოლიციელის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, თუმცა ბორჯომის ეპიზოდში ბრალდება გადაუკვალიფიცირდა და მკვლელობის მცდელობა დაედო ბრალად.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილის გადაწყვეტილებით, აბულაძეს უვადო პატიმრობა თბილისში, პოლიციელის ბექა მარგიშვილის მკვლელობის ბრალდებით მიესაჯა. ასევე აბულაძეს ბრალად დაედო 4 პოლიციელის მკვლელობის მცდელობა.
ადვოკატი განაჩენს ვენდეტას უწოდებს.

მისი თქმით, აბულაძე წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოა და მის მიმართ, შურისძიება განხორციელდა.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ადვოკატის ინფორმაციით, არც თვითონ და არც უკვე მსჯავრდებული აბულაძე არ დასწრებიან სასამართლო პროცესს.

“განხილვები 1 თვის წინ, უსამართლობის გამო, პროტესტის ნიშნად დავტოვეთ და საქმეში ჩართეს სახაზინო ადვოკატი. ეს არის უპრეცენდენტო განაჩენი. 1 ადამიანის მკვლელობის გამო, სამუდამო პატიმრობის მისჯის მეორე მაგალითი არ არსებობს”, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი ინფორმაციით, უვადო პატიმრობის შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას შალვა აბულაძეს ხვალ გააცნობს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, ჯერ უცნობია, გასაჩივრდება თუ არა ახალციხის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g