ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ახალი დეტალები გავრცელდა. ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა.
შემთხვევა დღეს ნიკეას ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მძღოლი ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.