LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორი თვე ფეხზე საერთოდ ვერ ვდგებოდი, ჩემი შვილი მეხმარებოდა, მაგრამ როგორც კი წამოდგომის საშუალება მომეცა, საკუთარი თავის დატვირთვა დავიწყე…“ – მერიკო კარტოზია ჯანმრთელობის პრობლემების შემდეგ აქტიურ ცხოვრებას ნელ-ნელა უბრუნდება

733
036e2adf-9654-45cc-a0d0-ce8fbbb72730

რა ასწავლა ტელეწამყვან მერიკო კარტოზიას ჯანმრთელობის პრობლემებმა და ბოლო წლების განმავლობაში მიღებულმა რთულმა გამოცდილებებმაამ თემებზე ის ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს.

– როდის აძლევ საკუთარ თავს სიზარმაცის უფლებას?

– სხვათა შორის, ახლა ვარ ცოტა გაზარმაცებული. ეს რეაბილიტაციის პერიოდმა და სახლში ყოფნამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ არც ამერიკაში ვიყავი უსაქმოდ, ავადმყოფ ადამიანსაც თავისი გრაფიკი ჰქონია და თქვენ წარმოიდგინეთ, რთული მდგომარეობის მიუხედავად, სახლის სისუფთავეზეც ვზრუნავდი. ორი თვე ფეხზე საერთოდ ვერ ვდგებოდი, ჩემი შვილი მეხმარებოდა, მაგრამ როგორც კი წამოდგომის საშუალება მომეცა, საკუთარი თავის დატვირთვა დავიწყე. შეიძლება, ყველაფერს ძალიან ნელა, მაგრამ მაინც ვაკეთებდი. სისუფთავე იმდენად მიყვარს, სიამოვნებით ვალაგებდი, მაგრამ სახლში ყოფნას იმდენად მივეჩვიე, ახლა ცოტა მიჭირს ხელახლა რესოციალიზაცია, კომუნიკაციების დამყარება და ასე შემდეგ. ჩემს თავს მოვუწოდებ, რომ გამოვფხიზლდე, გავაქტიურდე და მჯერა, ყველაფერი ასეც იქნება. ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ ვარ, რეაბილიტაციის პროცესს აქაც ვაგრძელებ, მაგრამ ვიცი ჩემი შესაძლებლობები და პასიურად ყოფნას არ ვაპირებ. მე მუდმივად ვშრომობდი, პროექტიდან პროექტზე ვერთვებოდი და ეს ტემპი ახლა მაკლია, მაგრამ იმედია, ძალიან მალე ახალი ენერგიით უფრო მეტს გავაკეთებ.

შეგახსენებთ, რომ გარკვეული პერიოდის წინ ის აშშ-ში გადაღებაზე ყოფნისას ეტლიდან გადავარდა და სერიოზული პრობლემები შეექმნა, დასჭირდა არაერთი ოპერაცია და რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი, რომ ფეხზე დამდგარიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g