27 წლის გიორგი სანდუხაძეს, რომელსაც ექიმებმა ზურგის მალების მძიმე ფორმის ექინოკოკის დიაგნოზი დაუსვეს, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება – გიორგის მეგობრების ინფორმაციით, საჭიროა ორი თვის საჭირო მედიკამენტის თანხის მობილიზება. აღნიშნული მედიკამენტი ძვირადღირებულია, საქართველოში არ შემოდის და მხოლოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
„ჩემს ძალიან კარგ მეგობარს, გიოს, მხოლოდ ორი თვის მედიკამენტის თანხა დარჩა შესაგროვებელი, რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდეს! დასრულდეს იმაზე ფიქრი, გადარჩება თუ არა ეტლში ჩაჯდომას ან უარესს და დასრულდეს თქვენი, ადამიანების ასე საჯაროდ თხოვნა, რამაც ფსიქოლოგიურად გაანადგურა.
აქამდე მოვიდა თქვენი წყალობით და მედიკამენტიც (პრაზიკუანტელი), რომელმაც ამდენი წლის მერე შედეგი გამოიღო თქვენი, ხალხის წყალობით, დაიწყო მიღება.
ეს მედიკამენტი საქართველოში არ შემოდის, მხოლოდ ევროპის რამდენიმე ქვეყანაშია.
ორი თვის მედიკამენტის თანხა დარჩა შესაგროვებელი და დაამთავრებს მთლიან კურსს და ღვთის წყალობით გამოჯანმრთელდება საბოლოოდ და მასაც ექნება საშუალება ტკივილის გარეშე ცხოვრების მომენტები გაგიზიაროთ და არა ასეთი პოსტები. ძალიან გთხოვთ.
საქართველოს ბანკი – მიმღები: თამარ იარაჯული
GE33BG0000000101172380
თიბისი ბანკი – მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე
GE62TB7477945066300001
PayPal: @Tiarajuli “ – წერს თათა ცინცაძე სოციალურ ქსელში.
⭕️ ჩემს ძალიან კარგ მეგობარს, გიოს ,მხოლოდ ორი თვის მედიკამენტის თანხა დარჩა შესაგროვებელი რომ ეს ჯოჯოხეთი დასრულდეს!…
Posted by Tata Tsintsadze on სამშაბათი, 15 ივლისი, 2025