ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
როგორც იზა ომაძე წერს, 2 წელი გავიდა იქიდან, რაც წალენჯიხაში ერთ-ერთ ქუჩას ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ ქუჩის გზა ტაძრამდე მიდის.
„ორი წელი გასულა
ეს ქუჩა…
ამ ქუჩის გზა ნამდვილად მიდის ტაძრისკენ, მაგრამ კანონი, რომელიც ქუჩის სახელის მინიჭებას არეგულირებს ნამდვილად გზააბნეულია, ჩვენდა სამწუხაროდ.
ეს ტაძართან მიმავალი ქუჩაა,“ – წერს იზა ომაძე.
