მომღერალ მარიტა როხვაძეს მამა ორი წლის წინ გარდაეცვალა. მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში მამასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ მომავალში აუცილებლად დაწერს, როგორი მამაშვილობა და ძმაკაცობა ჰქონდათ.
„ორი წელი უშენოდ და შენთან ერთად
ძალიან მენატრები მაა
მიყვარხარ ჩემო მფარველო ანგელოზო,
აუცილებლად დავწერ ჩვენს მამაშვილობაზე, მეგობრობაზე, ძმაკაცობაზე
მადლობა ღმერთს, რომ შენ ხარ ჩემი მამა“. – წერს მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში.
