ლოლა წერეთელი სახის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ საზოგადოების წინაშე პირველად „დღის პოსტის“ ეთერში გამოჩნდა.
მომღერალი ჰყვება, თუ რა პროცესი გაიარა პროფესიონალი ექიმის შესარჩევად და როგორ გაემგზავრა მეზობელ ქვეყანაში პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად:
„არ მეშინოდა ოპერაციის, ერთი იმას ვფიქრობდი, რომ გამოსულიყო ისე, რაც გულით და სულით მინდოდა, თან ვენდე [ექიმს]…
ორი წელი ვეძებდი საუკეთესო ექიმს, სად არ ვიყავი… მე არ ვმალავ ოპერაციის გაკეთებას, რადგან სხვა ქალბატონებმაც ნახონ ვინ არის კარგი ექიმი… ადამიანი როცა იხდის თანხას უნდა იცოდეს, რომ არ ინანებს…
ჩვენ ქალებს გვინდა, რომ სილამაზე გვქონდეს…
ჩემი სახე არ შეცვლილა, დარჩა ის რაც ვიყავი უბრალოდ…
6 300 დოლარი დამიჯდა ოპერაცია, ამ თანხაში შევიდა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციაც…“ – ამბობს ლოლა წერეთელი.


