LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორიგინალური აქსეუარები დიზაინერ David kelber-სგან

144

გრაფიკოსი-დიზაინერი დავით კელბერაშვილი მომხმარებლებს ორიგინალურ აქსესუარებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, ახალ პროექტზე მუშაობს, რომელსაც ”შექმენი შენი პერსონაჟი” ჰქვია. პროექტის ფარგლებში, მსურველებს საკუთარი ფოტოსურათითა და ხასიათის ზოგადი დახასიათებით შეუძლიათ საკუთარი პერსონაჟი შექმნან და შედეგ სხვადასხვა ნივთებზე გადაიტანონ.

როგორც დიზაინერმა განმარტა, ნახატები ნივთებზე პრინტის საშუალებით გადააქვს, თუმცა სურვილის მიხედვით, შესაძლებელია ხელით ხატვაც.

მისივე ინფორმაციით, მსურველებს ყელსაბამების შეძენა 10-15 ლარის ფარგლებში შეუძლიათ, ბალიშები და ჩანთები კი 30 ლარი ღირს. რაც შეეხება ხელით მოხატულ ნივთებს, მათი ფასი 100 ლარიდან იწყება, ხოლო საკუთარი პერსონაჟის შექმნა მსუველებს 50 ლარად შეუძლიათ.

”უამრავი გეგმა მაქვს, მაღაზიის გახსნასა და ოფიციალური საიტის გაკეთება მინდა. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში, ჩემს show room-საც წარმოვადგენ. ახლახანს კიდევ ერთი პროექტი ”თილისმა” წამოვიწყე, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა”, – განაცხადა კელბერაშვილმა.

დიზაინერი შეკვეთებს facebook-ის გვერდის საშუალებით იღებს და შეკვეთიდან 1-4 დღეში მომხმარებელი სასურველ ნივთს მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები