LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორიგინალური და ულამაზესი სამკაულები ქართველი ხელოვანისგან

495

ხელოვანმა მარინა ნაცვლიშვილმა სამხატვრო აკადემიის მოდელირების ფაკულტეტი დაამთავრა. სამკაულები ყოველთვის მოსწონდა და სურვილი ქონდა ისინი თავადაც შეექმნა. 2 წლის წინ საიუველირო საქმიანობა შეისწავლა და გადაწყვიტა მომხმარებლისთვის საკუთარი დიზაინით შექმნილი სამკაულები შეეთავაზებინა. სახელოსნოში იუველირებთან ერთად მუშაობს და სამკაულებს საკუთარი ხელებით ქმნის.

მარინა ნაცვლიშვილი (ხელოვანი): მინდოდა ისეთი სამკაულები შემექმნა, რომ ჩაცმაზე ნაკლები აქცენტი ყოფილიყო, მინდოდა იმდენად ეფექტური ყოფილიყო, რომ მისი ტარებისას დიდი ფიქრი არ დაგჭირვებოდა რას ჩაიცვამდი. აქცენტი უნდა ყოფილიყო მთლიანად სამკაულზე. თავადაც ძალიან მომწონს სამკაულების ტარება, ყოველთვის დიდი ზომის ბეჭდებს ვატარებდი.

სამკაულებს მხატვარი ვერცხლისგან ქმნის. თითოეული ნაკეთობა ხელით სრულდება. თვლების ჩასმის გარდა ხელოვანი ყველა დეტალს თავად ასრულებს. მასალად ძვირფას, ნატურალურ ქვებს იყენებს, როგორიცაა ძოწი, მარგალიტი, ქარვა, ცირკონი, კვარცი და სხვა. ხელოვანი საყურეებს, სამაჯურებს, ბროშებსა და ყელსაბამებს ქმნის.

ხელოვანი ამბობს, რომ კერძო შეკვეთებზე არ მუშაობს. ყველა ნივთი, რასაც აკეთებს საკუთარი გემოვნებითაა შექმნილი.  ძირითადი ინსპირაცია თავად მასალისგან, ქვებისგან მოდის. ხელოვანის ყველა ნამუშევარი ექსკლუზიურია.

ყველაზე დიდი პოპულარობით ნამუშევრები უცხოელებში სარგებლობს. სამკაულების ფასი 150-დან 400 დოლარამდეა. ხელოვანის მეუღლე, ცნობილი მსახიობი და შოუმენი დუტა სხირტლაძეა.

მარინა ნაცვლიშვილი (ხელოვანი): ჩემი მეუღლე კარგად ხატავს და ასეთ რაღაცეებშიც მშვენივრად ერკვევა. კარგი გემოვნება აქვს, კარგად აფასებს და ძალიან მოსწონს. სახლში რომ მომაქვს, პირველი შემფასებელი ჩემი შვილები და მეუღლეა.

მუშაობა ღამით, მარტო უყვარს. რჩება საკუთარ ფიქრებთან და მასალებიდან გამომდინარე სხვადასხვა დიზაინს ქმნის, რომელსაც შემდეგ უკვე სამკაულად აქცევს. ხელოვანს ამჟამად ძირითადად ერთი ხაზი აქვს, რომელიც აზიურ-ქართულ სტილშია შესრულებული.

ხელოვანს დიდი სურვილი აქვს, რომ მომავალში საკუთარი სახელობითი მაღაზია-გალერეა გახსნას, სადაც მომხმარებელს მის მიერ შექმნილ ექსკლუზიურ ნამუშევრებს შესთავაზებს. საგაზაფხულოდ კი პერსონალური გამოფენის მოწყობას გეგმავს.

12065542_1534760786814311_18199858728556393_n

ვერცხლის მრგვალი ბეჭედი 240$, სამაჯური ვერცხლის 400 ლარი, ბეჭედი ვერცხლის 280$

12197157_947056922041834_891018941_o

 ბეჭედი 150$

12212298_947057198708473_1391414616_n

ბეჭედი ქარვის თვლით 150$

12205106_947057295375130_1287602182_n

ბეჭედი 280$, სამაჯური 100$

12209099_947057632041763_1256446313_o

წითელი ბეჭედი დიდი მარჯნის ქვით 200$, ბეჭედი მარჯნის თვლით, ფირუზებითა და ძოწით 240$

12212138_947058255375034_195853160_n

ბეჭედი ფირუზის თვლით 200$

12202118_947058378708355_1944492940_n

ბეჭედი 240$

12204674_947058568708336_1348173175_n

ბეჭედი 280$

12204514_947058728708320_1497428867_n

ბეჭედი 290$

12207741_947058855374974_1382902201_n

ბეჭედი ვერცხლის 240$

12202249_947058988708294_1095855789_n

გულსაბნევი 240$

12200496_947059265374933_1739306979_n

ბეჭედი 280$

12193826_991403237569323_5740001082560348990_n

ბეჭედი 150$

12112036_991403194235994_4941612362829083828_n

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები