თაკო ნაცვლიშვილი, რომელიც საკუთარ თავს მოყვარულ დიზაინერს უწოდებს, მომხმარებელს საყურეების ფართო არჩევანს სთავაზობს.
როგორც ხელოვანმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა , აქსესუარები ძალიან უყვარს, ამიტომ გადაწყვიტა თავად შეექმნა ისინი.
”საყურეებს განსხვავებული მასალიგან ვამზადებ, სხვადასხვა მოცულობისა და ფერის ქვებს ვიყენებ. ყველა ჩემი სამკაული 23 ლარი ღირს”,- აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, შესაძლებელია საყურეების შეკვეთა სასურველი ფერებით, თვლებითა და ქვებით. მსურველებს აქსესუარის შეძენა დიზაინერის ”ფეისბუქ-გვერდის” საშუალებით შეუძლიათ. (https://goo.gl/PdmtLY )