ახალი ქართული ბრენდი Alter Socks, რომელიც უკვე 3 თვეა არსებობს, მომხმარებლებს ორიგინალურ წინდებს სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას Alter Socks-ის დამფუძვნებელმა ნინა მენთეთაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე, მსურველებს ბავშვის კოლექციაზე აქციას სთავაზობენ და ბრენდის ნებისმიერი წინდის შეძენა 5 ლარადაა შესაძლებელი.
მისივე ინფორმაციით, წინდების ფასი 7.50 ლარია, თუმცა Alter Socks-ი მუდმივად გთავაზობთ აქციას, რომლის ფარგლებშიც 3 ან მეტი წყვილის შეძენის შემთხვევაში წინდებს 6.50 ლარად შეიძენთ.
”ყოველდღიური მოსაწყენი წინდების ნაცვლად, ჩვენ ორიგინალურ და სახალისო წინდებს ვქმნით”, – განაცხადა მენთეთაშვილმა.
როგორც დამფუძვნებელმა განმარტა, 10 დღის წინ Alter Socks-მა ახალი, რიგით მეორე, კოლექცია წარმოადგინა და მესამე კოლექციისთვის მზადებაც უკვე დაიწყო. ბრენდს ნინა მენთეთაშვილის გარდა, კიდევ ერთი დამფუძვნებელი, ნინას მეუღლე რეზი ბესელაშვილი ჰყავს.
Alter Socks-ის წინდების შეძენა სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლსა” და “პიქსელიშია” შესაძლებელი.