მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა “რუსთავი 2”-ის ეთერში ისაუბრა. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, 62 წლის პაციენტს, რომელიც მარნეულიდან თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებამდე, ორჯერ ჰქონდა გადატანილი ინსულტი. გარდა ამისა, მას გაკეთებული აქვს გულზე შუნტირების ოპერაცია და უდგას სტენტები. ცერცვაძის განმარტებით, აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკურად მძიმეა.
„სამი დღე იყო სიცხიანი, მან არ განაცხადა, რომ შესაძლოა, კონტაქტი ჰქონოდა დაინფიცირებულ პირებთან და სამი დღე მკურნალობდა როგორც ჩვეულებრივ ორმხრივ პნევმონიას, რის გამოც კიდევ უფრო დამძიმდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაშია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება და პროგნოზი სამწუხაროდ ძალიან სერიოზულია, თუმცა ექიმები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
“მარნეულიდან გადმოყვანილი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებულია” – ლევან რატიანი