LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორჯერადად ვაქცინირებული 35% ვერანაირად შეაკავებს ინფექციის გავრცელებას: ჩხაიძე

64
ივანე ჩხაიძე

ვაქცინაციის ტემპის შენელებისა და ყოველდღიურად მზარდი კოვიდშემთხვევების ფონზე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები კვლავ არც თუ ისე დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე “რუსთავი 2-თან” აცხადებს, რომ ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანების 35%, ინფექციის გავრცელებას ვერანაირად შეაკავებს:

“ორჯერადად ვაქცინირებულია მოსახლეობის 35%, რაც ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს ინფექციის გავრცელებას. პიკი, კონკრეტული მაჩვენებელი, ეს არის 17 აგვისტოს – 6 208 შემთხვევა, ეს არის რიცხვი, რომელიც ჩვენთვის, კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალ რიცხვად რჩებოდა.

თუ ქვეყანაში ნოემბერ-დეკემბერში ამ მაჩვენებელს გადავაჭარბეთ, მაშინ მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ეს არის რეალური მე-5 ტალღა.

მეხუთე ტალღის პიკი, 6 200-ზე მეტი, იქნება განხილული უკვე ახალ ტალღად და შესაბამისად გაცილებით უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს ქვეყანაში.” – განაცხადა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, ბოლო 24-საათში კოვიდ 19-ის 4 009 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვაქცინა გაიკეთა 3 951-მა ადამიანმა.

რაც შეეხება ვაქცინირებულთა ზოგად სტატისტიკას: 

28 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 965 714 აცრა.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 031 231 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 36.3 %-ია.

სრულად ვაქცინირებულია 933 322 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.7%-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g