ორლანდო ბლუმის პირადი ცხოვრება მკაცრად არის გასაიდუმლოებული. მსახიობს რომანს ხან ერთ ლამაზმანთან მიაწერენ, ხან მეორესთან, თუმცა ბოლო მომენტამდე ის სიჩუმეს ინარჩუნებდა. ტელეწამყვან ეი ჯეი კალოუემთან საუბრის დროს, მან ხუმრობით განაცხადა, რომ სურს ცოლი, რომელიც მოსიყვარულე იქნება და მას ისეთსავე გულსაბნევს უსახსოვრებს, როგორიც მას (კალოუემს) აქვს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად ბლუმს რომანი კეტი პერისთან ჰქონდა, რომელსაც რამდენიმე თვის წინ დაშორდა. ინსაიდერები ამტკიცებენ, რომ ისინი ახლაც ერთად არიან, თუმცა ამ ურთიერთობას მკაცრად მალავენ.