პირველად, დიდი ხნის შემდეგ, ორლანდო ბლუმისა და მირანდა კერის ვაჟი, ფლინი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა. ბიჭუნა, რომელსაც იანვარში, 8 წელი შეუსრულდა, მამასთან და კეტი პერისთან ერთად გადაიღეს.
ცნობილია, რომ ექს-მეუღლეების შეთანხმებით, პატარას აღზრდაში ორივე მშობელს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამასთან, 35 წლის მოდელი, რომელიც ცოტა ხნის წინ დედა მეორედ გახდა, 42 წლის მსახიობის მეგობარ გოგონასთან უკვე წლებია მეგობრობს. სწორედ ამიტომ, მაშინ, როცა ,,პირველი სიხარული” სახლში არ არის, ავსტრალიელ ლამაზმანს სანერვიულო არაფერი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი ერთად 3 წელი იყვნენ. ეს უკანასკნელი 2017 წლის მაისში, ცოლად Snapchat-ის დამაარსებელს, ევან სპიგელს გაჰყვა.