მსახიობმა ორლანდო ბლუმმა უძრავი ქონების კოლექცია კიდევ ერთი მდიდრული ვილით გაზარდა. ბევერლი-ჰილზე მდებარე სახლში მან 7 მილიონი დოლარი დახარჯა.
ვილა ერთ სართულიანია და ის 370 კვადრატულ მეტრზე არის გაშენებული. მასში 4 საძინებელი, 4 აბაზანა, დიდი მისაღები, აუზი, სახლის კინოთეატრი და სხვა „ბონუსებია“. როგორც სხვა ცნობილი ადამიანების სახლები, ის ფეშენებელურ და ლუქს კლასს განეკუთვნება.