ორლანდო ბლუმმა ტელევიზიაში გადაინაცვლა. მსახიობი მონაწილეობას მიიღებს შოუში ”საკარნავალო ხმაური”, რომლის გადაღებასაც ონლაინ-სერვისი Amazon გეგმავს.
მოქმედება ალტერნატიულ რეალობაში განვითარდება, სადაც ომს გადარჩენილი მითიური არსებები ცხოვრობენ. ბლუმი პოლიციის ინსპექტორ რაიკროფტ ფილოსტრეტს განასახიერებს, რომელიც სერიულ მკვლელობებს იძიებს.
სხვა დეტალები პროექტის შესახებ არ ხმაურდება.