მსოფლიო პრესა ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჰოლივუდის კინოვარსკვლავი ორლანდო ბლუმი და როგორც მედია წერს, მისტიკური შავთმიანი ქალბატონია გამოსახული. წერენ, რომ კეტი პერისთან დაშორების შემდეგ ბლუმი არაერთ ქალბატონთან სეირნობისას გამოიჭირეს პაპარაცებმა, ეს ფოტოები კი პარიზშია გადაღებული. ფოტოებიდან ჩანს, რომ ბლუმსა და უცნობ ქალბატონს საკმაოდ თბილი ურთიერთობები აქვთ – ქალი მას რამდენჯერმე თავზე ეხება და თმას უსწორებს.
შესაძლოა, უცხოურმა მედიამ ვერ ამოიცნო, მაგრამ ჩვენთვის აშკარაა, რომ ორლანდო ბლუმის გვერდით მოისეირნე ლამაზმანი ხატია ბუნიათიშვილია, ქართველი პიანისტი, რომელიც პარიზში ცხოვრობს.
საინტეროა, რა იმალება ამ შეხვედრის უკან და აქვს თუ არა რომანი წყვილს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ როგორც კი ბლუმმა და ხატიამ დაინახეს, რომ უღებდნენ, სასწრაფოდ ტაქსი დაიჭირეს და ადგილს გაეცალნენ…
მოგვიანებით, ორლანდო ბლუმმა პაპარაცების მიერ გადაღებული ეს ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე გააზიარა. როგორც ჩანს, ფოტოები ძალიან მოეწონა..