LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორმხრივი სროლა ინდოეთში – დაღუპულია ხუთი ადამიანი

DYX107-214_2017_050624_hd

ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირისა და ჯამუს შტატში შეტაკების შედეგად ოთხი ინდოელი სამხედრო და ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთ დასახლებაში ორმხრივი სროლის ხმა ისმოდა, რის შემდეგაც შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორია ალყაში მოაქციეს და ჩხრეკის ოპერაცია დაიწყეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ტერიტორიაზე შესაძლოა, სამი ისლამისტი მებრძოლი იმყოფებოდეს.

ვითარება რეგიონში რამდენიმე დღის წინ გამწვავდა. მას შემდეგ, რაც დანაღმული ავტომობილი სამართალდამცველთა კოლონაში შევარდა. თავდასხმის შედეგად 44 სამართალდამცველი დაიღუპა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადმა“ აიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g