ქსელში ფილმის „ორმოცდაათი ელფერით მუქი“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც მთავარ როლებს კვლავ დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი მონაწილეობენ.
„გრეის ორმოცდაათი ელფერის“ მომდევნო ნაწილი დიდ ეკრანებზე 2017 წლის 10 თებერვალს გამოვა. პროექტის რეჟისორი ჯეიმს ფოულია და მასში ასევე კიმ ბეისინგერს, რიტა ორას, ჰიუ დენსის და მარშა გეი ჰარდენს იხილავთ.
პირველი ნაწილის პრემიერა 2015 წელს შედგა. მსოფლიო კინოგაქირავებაში მან 560 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.